Tuesday, November 8, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

1. პროექტის სახელწოდება:  ცისფერყანწელები

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:
ცისფერყანწელთა სკოლის წარმომადგენლების ბიოგრაფიის შესწავლა,  მე-20 საუკუნის 20-30-იანი წლების საქართველო და რეპრესირებული თაობა,ქართველ სიმბოლისტთა პერიოდული გამოცემების გაცნობა.

3. პროექტის აქტუალობა:
ამ თემის დამუშავებით მოსწავლეები კარგად გაიაზრებენ XX საუკუნის რეალობას, სიღრმისეულად გაეცნობიან ცისფერყანწელთა ბიოგრაფიას და გაანალიზებენ თუ რა ფუნქციას ასრულებდა და ასრულებს პოეტური სიტყვა.ცისფერყანწელები ლიტერატურული  სამყაროს მნიშვნელოვანი წარმომადგენლები არიან. მათი შემოქმედების თემატიკა და პირადი ცხოვრება  უკავშირდება საქართველოს ისტორიის  საენტერესო პერიოდს.ამ  პოეტთა უმრავლესობამ სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა,რაც ეპოქის რეპრესიებით იყო განპირობებული. 


4. პროექტის მიზნები:
  • მოსწავლეებს განუვითარდეთ ჯგუფური მუშაობის უნარი;
  • ჩამოუყალიბდეთ არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
  • ისწავლონ თანაკლასელებთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ახალ გზები;
  • დაეუფლონ პრეზენტაციის ჯგუფურად მომზადების მეთოდებს;
  • ისწავლონ ისტ–ის საგაკვეთილო პროცესში გამოყენება და ვიზუალური მასალით თემის მომზადება;
  • მიეჩვიონ ინფორმაციის ბიბლიოთეკაში მოძიებას;
  • განუვითარდეთ კვლევითი უნარები;
  • ისწავლონ დროის მენეჯმენტი;
  • ისწავლონ თვითშეფასება და თანატოლთა შეფასება.

5. მონაწილეთა ასაკი: 16-17


6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
ჯგუფები მოამზადებენ პრეზენტაციებს; გამოუშვებენ კედლის გაზეთს;მოპოვებული მასალები აიტვირთება ბლოგზე, ასევე სკოლის საიტზე.


8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
მასალები XX საუკუნის საქართველოს ისტორიიდან; ცისფერყანწელების მიერ გამოცემული ჟურნალ-გაზეთები; ინტერნეტი

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
  • პროექტის თემის შერჩევის შემდეგ კლასი დაიყოფა ჯგუფებად, გამოვლონდებიან ლიდერები.
  • განისაზღვრება პროექტის შესრულების დრო და პრეზანტაციის ფორმატი. მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავებ შეფასების სქემას.
  • ჯგუფებში დავალებები ასე გადანაწილდება:

I   ჯგუფს დაევალება შეისწავლოს ეპოქა, მე-20საუკუნის 20-30-იანი წლები. როგორი იყო საბჭოთა იდეოლოგია? რა მოყვა ახალი რეჟიმით გამოწვეულ უკმაყოფილებას?
II   ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ცისფერყანწელთა ლიტერატურული დაჯგუფების შესახებ: როდის დაარსდა იგი? ვინ იყვნენ ამ ორდენის წევრები? რატომ ეწოდათ მათ ცისფერყანწელები? სლაიდებით წარმოადგენენ ყველა ცისფერყანწელის ფოტოს.
III   ჯგუფი ესტუმრება ეროვნულ ბიბლიოთეკას. მოიძიებს ცისფერყანწელთა მიერ გამოცემულ ჟურნალ-გაზეთებს: "ცისფერყანწელები", "მეოცნებე ნიამორი" და "ბარიკადი". მოამზადებენ პრეზენტაციას, რომელშიც წარმოაჩენენ: რა მნიშვნელობა ენიჭებოდა ცისფერყანწელთა პერიოდულ გამოცემებს,რა თემატიკაზე წერდნენ ისინი ჟურნალ–გაზეთებში,რა იყო მათი მთვარი სათქმელი.
IV   ჯგუფის წევრები წარმოადგენენ თემას „ცისფერყანწელთა შთამომავლები“. ისინი შეხვდებიან კოლაუ ნადირაძის, ვალერიან გაფრინდაშვილის შთამომავლებს, პაოლო იაშვილის შვილიშვილებს _მერაბ და გია ნიჟარაძეებს,ნიკოლო მიწიშვილის ვაჟს ილამაზ მიწიშვილს. მოამზადებენ მათთან ინტერვიუს,რომელსაც კედლის გაზეთში მოათავსებენ.
V   ჯგუფი მოამზადებს  პაოლო იაშვილის  და სანდრო ცირეკიძის ბიოგრაფიას.მოიძიებენ მათს ფოტოებს, წარმოადგენენ სლაიდებით.
იმსჯელებენ ამ პოეტთა რეპრესირებულ ყოფასა და გარდაცველების მიზეზებზე. 
VI   ჯგუფი წარმოადგენს ვალერიან გაფრინდაშვილისა და კოლაუ ნადირაძის ბიოგრაფიას, მათს ცხოვრებისეულ დეტალებს. როგორ გაწევრიანდნენ ისინი ცისფერყანწელთა წრეში?მოიძიებენ მათს ფოტოებს და წარმოადგენენ სლაიდებით.
VII  ჯგუფი დაამუშავებს ტიციან ტაბიძისა და გიორგი ლეონიძის ბიოგრაფიას. გასცემენ შემდეგ კითხვებზე პასუხს: რამ განაპირობა ტიციანის ცხოვრების ტრაგიკული დასასრული, რა არის ამ ორი ავტორის შემოქმედების ძირითადი თემატიკა და რამდენად უკავშირდება იგი ეპოქას?

  • ჯგუფის ლიდერები კვირაში ერთხელ წარმოადგენენ მოძიებულ მასალას, ჯგუფთან შეთანხმებით ჩამოწერენ გაუგებარ საკითხებს, რაზეც მიიღებენ რჩევებსა და მითითებებს.
  • პროექტზე მუშაობის ბოლო ეტაპია პრეზენტაცია: მოსწავლეები წარმოადგენენ დასრულებულ ნამუშევრებს, რომლებიც შეფასდება  წინასწარ შემუშავებული   სქემით. შეფასების პროცესში თავად მოსწავლეებიც მიიღებენ მონაწილეობას.
    შეფასება
    საუკეთესო
    (9-10)
    კარგი
    (7-8)
    საშუალო
    (5-6)
    დაბალი
    (1-4)
    მიზანი და აუდიტორია
    მოხერხებულად 
    იყენებს მიზნის
    შესაბამის
    ენობრივ საშუალებებს 
    და ითვალისწინებს აუდიტორიას.
    ჩანს მიზანი,
    მაგრამ ნაკლებად ითვალისწინებს აუდიტორიას.
    მეტ-ნაკლებად
    ჩანს მიზანი და ზოგჯერ გათვალისწინე-ბულია აუდიტორია.
    არ ჩანს მიზანი
    ვერ ითვალისწი-ნებს პრეზენტაციის დროს
    აუდიტორიას.
    გამართული და სწორი
    მეტყველება
    გამართულად მეტყველებს,
    აქვს
    მდიდარი ლექსიკა, შემოქმედებითად 
    იყენებს ენობრივ-გამომსა-ხველობით  საშუალებებს.
    იცავს მართლმეტყვე-
    ლების წესებს, გამართულად საუბრობს.
    მეტ-ნაკლებად
    იცავს მართლმეტყვე-
    ლების წესებს,უჭირს გამართულად საუბარი.
    ვერ იცავს მართლმეტყვე-ლების ელემენტარულ წესებს.
    სათქმელის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემა
    სათქმელს გადმოსცემს ნათლად  დალოგიკურად, მსჯელობა თანმიმდევრულია.
    სათქმელს
    გადმოსცემს
    ნათლად, მაგრამ არათანმიმდევ-რულად.
    ხშირად უჭირს სათქმელის
    ნათლად და გასაგებად გადმოცემა.
    გასაგებად ვერ გადმოსცემს სათქმელს. მსჯელობა
    ხშირად არალოგიკურია.
    დასაბუთებული 
    და არგუმენტირე-ბული მსჯელობა
    მსჯელობა დასაბუთებულია
    და არგუმენტებით გამყარებულია.
    მსჯელობა დასაბუთებულია, მაგრამ ზოგ შემთხვევაში არგუმენტები არ
    არის დამაჯერებელი.
    მსჯელობისას არგუმენტები ხშირად არადამაჯერებელია, ნაკლება არის გამყარებული კონკრეტული მასალით.
    მსჯელობა არ
    არის არგუმენტირე-ბული. არ იყენებს  კონკრეტულ მასალას.
    ვიზუალური მასალის გამოყენება
    პრეზენტაციის
    დროს ეფექტურად იყენებს 
    ვიზუალურ 
    მასალას.
    პრეზენტავიის 
    დროს იყენებს ვიზუალურ 
    მასალას, მაგრამ ხშირად  მიზანთან შეუსაბამოა.
    პრეზენტაციის დროს გამოყენებული ვიზუალური 
    მასალა მწირია,
    არ შეესაბამება დავალებას.
    არ იყენებს ვიზუალურ
    მასალას.

10.  
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
 ისტორიასთან, ძირითადად ლიტერატურასთან.
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები:



ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლ)  კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.

ქართ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.

ქართ. XI. 3. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და გამოიყენოს საჯარო გამოსვლის ეფექტიანობის გასაძლიერებელი საშუალებები

ქართ. XI. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს.

ქართ. XI. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ესეის დაწერა.

ქართ. XI. 13. მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად გამოიყენოს სათანადო ენობრივ-გრამატიკული საშუალებები სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად.
ქართ. XI. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.                           

11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თინათინ თვალჭრელიძე

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tiniko.tvalchrelidze@gamil.com


13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: tinatintvalchrelidze.blogspot.com